სატრანსპორტო კვანძი, რომელიც დედაქალაქის ცენტრში ეწყობა თამარაშვილის ქუჩას ამირეჯიბის გზატკეცილთან დააკავშირებს
ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ე.წ. ახალ გზაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა მიმდინარეობს სექტემბრის ბოლოს დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი გაეცნო.
„აღნიშნული სამუშაოები პირდაპირ თამარაშვილის
ქუჩასთან დააკავშირებს გზის ამ მონაკვეთს, შესაბამისად, გადაადგილება უფრო უსაფრთხო იქნება და ის დაბრკოლებები, რომელიც არსებობდა, მოიხსნება.
სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. მაგალითად, თამარაშვილის ქუჩიდან ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩასასვლელი უკვე გახსნილია, გაკეთებულია, დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები. სამუშაოები სექტემბრის დასაწყისში
დასრულდება და აღნიშნული კვანძი მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. მოეწყობა ტროტუარები, დამონტაჟდება შუქნიშნები, რათა გადაადგილება იყოს
უსაფრთხო. აქ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ახალი გზიდან გამოსული ავტომობილები ხელს უშლიდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ამის გამო იქმნებოდა დიდი პრობლემები. ამ კვანძის მოწყობით ეს პრობლემები მოიხსნება.“ – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ პანდუსების საშუალებით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე გადასვლა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი.
პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,7 მლნ ლარი დაიხარჯება.