სათავგადასავლო ტურიზმი ხულოში – საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1.4 მლნ ლარი დაიხარჯება
ხულოში, ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებში 1.4 მლნ ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
დოკუმენტის თანახმად ხულოში, კვლევებმა აჩვენა, რომ თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი და საშუალოდ მუნიციპალიტეტში მათი რაოდენობა 100-150-ია, თუმცა, ეს ამ დრომდე არ აღიქმება სათავგადასავლო ტურიზმის და შემოსავლის წყაროდ.
“ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ტერიტორია ადგილობრივების მიერ არის შერჩეული, ამიტომ საჭიროა ექსპერტების (მათ შორის სერთიფიცირებული მოჯირითე) მიერ ადგილის შეფასება, საჭიროების შემთხვევაში, გეოლოგიური კვლევა და არსებული გარემოსთვის ადაპტირებული საჭირო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, რომელიც ამ სპორტის სახეობას დააკმაყოფილებს” – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის 1 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.