რატომ შემცირდა აგვისტოში სასტუმროების სშუალო ფასი და რამდენად მოთხოვნადია დასვენება თბილისსა და აჭარაში

PMC კვლევითი ცენტრი ახალ მასალებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე სასტუმროების საშუალო ფასი ყველა კატეგორიაში იზრდებოდა. მაგრამ ფასის რადიკალური ცვლილება მონაცემების მიხედვით აგვისტოს თვეში შეიცვალა.

რატომ შემცირდა აგვისტოში სასტუმროების სშუალო ფასი და რამდენად მოთხოვნადია დასვენება თბილისსა და აჭარაში

ახალი კვლევის მიხედვით, სეზონური სასტუმროების საშუალო ფასი, ზამთრის დღეებში საშუალოდ 187 ლარს შეადგენდა.

აჭარის რეგიონსა და თბილისში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: აჭარაში 3,4, და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში ფასის ცვლილება მოხდა და საშუალო ღირებულება წინა წელთან შედარებით გაიფდა. უფრო კონკრეტულად, ივლისის თვესა და აგვისტოში 2,8%-ით გაიფდა.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში სასტუმროებში განთავსებაზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ფასის კლება მოხდა. ისევე როგორც აჭარის რეგიონში, საშუალო ღირებულებაზე 2,8%-ით იკლო ფასმა.

ამავე კვლევითი ცენტრის განმარტებით, დედაქალაქში ჯერ კიდევ ვერ აღდგა ის მონაცემები, რაც ფანდემიამდე არსებობდა.