ივლისში სასტუმროების ფასი შემცირდა
2023 წლის ივლისში ფასების ინდექსი 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების 1.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 8.7%-ით შემცირდა.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ივლისში წინა თვესთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი წლიურად 0.6%-ით გაიზარდა.
2023 წლის ივლისში თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი გურიაში (16.3%) იყო, ხოლო ყველაზე ნაკლები მცხეთა-მთიანეთში (-11.9%).
3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.2%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 10.4%-ით შემცირდა. 2023 წლის ივლისში წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი შიდა ქართლში (19.8%), ყველაზე დაბალი კი თბილისში (-16.5%) იყო.
ივნისში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 174 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი – 267 ლარი იყო. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი კი 132 ლარს შეადგენდა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი ივნისში 498 ლარი იყო. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 894 ლარი იყო, აჭარაში – 550 ლარი, თბილისში – 505 ლარი, ხოლო კახეთში – 466 ლარი.