გამოიწვევს თუ არა საგზაო კოლაფს ყაზბეგზე, სასტუმროების ჰაბის მშენებლობა – რას ამბობენ ექსპერტები

მასშტაბური პროექტი, რომელიც თბილისში ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე შენდება, 1500 ნომრიანი, ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბს გულისხმობს.

გამოიწვევს თუ არა საგზაო კოლაფს ყაზბეგზე, სასტუმროების ჰაბის მშენებლობა – რას ამბობენ ექსპერტები

სასტუმროების ჰაბი, „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც მსოფლიოს წამყვან პრემიუმ კლასის ბრენდებს გააერთიანებს.

თუმცა გამოიწვევს თუ არა ახალი მასშტაბური მშენებლობა კოლაფს? ამ მთავარ კითხვაზე ექსპერტები თანხმდებიან და ფიქრობენ, რომ შესაძლოა აღნიშნულ ტერიტორიაზე სურათი კიდევ უფრო შეიცვალოს, რაც თავისთავად ეკოლოგიურ დაბინძურებაზეც მიგვანიშნებს.

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორიას განცხადებით, ხშირია შემთხვევები როდესაც მსხვილი პროექტები ხორციელდება და არ არის გათვალისწინებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ამიტომ ფაქტობრივად ტროტუარებზე ხდება ავტომანქანების გაჩერება, გზა არის გადატვირთული და საპარკინგე ადგილებზე არასწორი პარკირება შეინიშნება, რაც ძალიან დიდ ქაოსს და პრობლემებს ქმნის. მისი თქმით, იმის შანსი, რომ ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების სტუმრები ძირითადად ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ უფრო მაღალია, შესაბამისად საავტომობილო გადაადგილების მხრივ პრობლემები გარდაუვალია.

შეგახსენებთ, რომ „ცენტრალ პარკ თაუერსი“ 300 მილიონი დოლარის საინვესტიციო ღირებულების 5 ვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსია. კომპანიის ინფორმაციით, 140 000 კვადრატული მეტრის ფართობის მეგა რეზორტში დაგეგმილია 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blu-ს, ასევე ცნობილი რესტორნების Chotto Matte-ს და Beefbar-ს გახსნა.

“Central Park Towers-ში თავმოყრილი იქნება Fine Dining-ის 7 პრემიუმ რესტორანი. თაუერის ბოლო სართულზე განთავსდება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუსები“, – აცხადებენ კომპანიაში