საქართველოში საოჯახო და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ფასები გაიზარდა – რა მდგომარეობაა რეგიონებში სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნაა
იანვარ-მარტში, საქართველოში საოჯახო და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ფასები 5%-მდე გაიზარდა, კლებაა 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებში - ასეთია PMCG-ის ტურიზმის კვარტალური მიმოხილვის მიხედვა.
კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში 2-ადგილიანი ნომრის ფასი 183 ლარი იყო, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში – 275 ლარი; 5-ვარსკვლავიან სასტუმროში – 518 ლარი, საოჯახო სასტუმროში – 126.
PMCG-ის მიხედვით, 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 3,198 განთავსების საშუალების მიმწოდებელი, რომელთა უმეტესობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში (19%), თბილისსა (17%) და აჭარაში (15%).
აღსანიშნავია, რომ სასტუმროების ფასები საქართველოში საგრძნობი სეზონურობით ხასიათდება.
PMCG-ის ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3, 4, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი).