სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.7 პროცენტი კერძო საკუთრებაში, ხოლო 0.3 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაშია

2023 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5.0 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 1.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. - წერს საქსტატი.

სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.7 პროცენტი კერძო საკუთრებაში, ხოლო 0.3 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაშია

„საქსტატის“ ინფორმაციით, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2023 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 60.0 პროცენტს.

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 435 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 488 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი 12.4 პროცენტით მეტია 2022 წელთან შედარებით.

სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.7 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.3 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში.