ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“ აუქციონზე 15 მლნ ლარად იყიდება – სასტუმროსთან ერთად გასაყიდან მიწის ნაკვეთებიც გამოიტანეს

ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად, ანაკლიაში ცნობილი სასტუმრო "ოქროს საწმისი" 15 მლნ ლარად გამოიტანეს, მასთან ერთად სასტუმროს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო ფართი 52 929 კვ.მ.-ს შეადგენს.

ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“ აუქციონზე 15 მლნ ლარად იყიდება – სასტუმროსთან ერთად გასაყიდან მიწის ნაკვეთებიც გამოიტანეს

„სასტუმროს შენობა წარმოადგენს რკინაბეტონის ცხრა სართულიან ნაგებობას. ჯამში სასტუმროს შენობაში 106 ნომერია. სასტუმროს კომპლექსი შედის: შიდა და გარე აუზი, ბარ-რესტორანი და იახტ კლუბი. სასტუმრო აღჭურვილია მოძრავი ქონებით. ქონებაზე გავრცელებულია შეზღუდვები და უფლებები, რომლებიც მოიხსნება მყიდველისათის საკუთრებაში გადაცემის დროისათვის“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს საწმისი“ ყოფილი მაღალჩინოსნების დათა და ბაჩო ახალაიების მამას როლანდ ახალაიას სახელს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ როლანდ ახალაიას სარგებლობაში არსებულმა შპს “სანი”-მ გამოიტანა აუქციონზე სასტუმრო გასაყიდად.