ფოტოფაქტი-თბილისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ქრისტესშობას თბილისსა და მთელ საქართველოში სადღესასწაულო საზეიმო მსვლელობა „ალილო“ გაიმართა.

ფოტოფაქტი-თბილისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა
ფოტოფაქტი-თბილისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა
ფოტოფაქტი-თბილისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა
ფოტოფაქტი-თბილისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა
ფოტოფაქტი-თბილისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

„ალილოს“ დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით აღდგა 2000 წელს.

„მსვლელობისათვის სპეციალურად იკერება ბაირაღები და მეალილეებისთვის – განსხვავებული შესამოსელი. დღესასწაულს ალამაზებს ურმები, რომლებიც სპეციალურად კასპის რაიონის სოფ.მეტეხიდან ჩამოჰყავთ.

სადღესასწაულო მსვლელობის დროს მეალილეებს ხვდებიან პრეზიდენტი, პარლამენტის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. მეალილეები შობას ულოცავენ პატრიარქს და მსვლელობა სრულდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც აღესრულება შობის პარაკლისი.

ქრისტეშობა დღესასწაულთა შორის განახლების, უკეთესი მომავლის, იმედისა და რწმენის ზეიმია. შობის დღესასწაულს წელსაც კვლავ ერთად აღვნიშნავთ და ამ საყოველთაო სიხარულს განსაკუთრებით გავუზიარებთ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“, – აცხადებენ საპატრიარქოში.