სასამართლომ tkt.ge-ის კინოს ბილეთების რეალიზაციის ექსკლუზიური უფლება დროებით შეუზღუდა
საქართველოში კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარს უკვე რამდენიმე თვეა კონკურენციის სააგენტო სწავლობს.
საქმე კომპანია “ბილეთები ჯის” მიმართვას უკავშირდება, რომლის საფუძველზეც კონკურენციის სააგენტომ ბაზრის მოკვლევა დაიწყო. როგორც ირკვევა, კინოთეატრების ქსელ “კავეასა” და tkt.ge-ის შორის გაფორმებულია ექსკლუზიური შეთანხმება, რომლის შედეგადაც ამ ქსელის კინოთეატრების ბილეთები სწორედ tkt.ge-ის მეშვეობით იყიდება, რაც კომპანია “ბილეთები ჯის” შეფასებით ბაზარზე კონკურენციის შემზღუდველ ქმედებას წარმოადგენს.
შპს „ელ.ბილეთების“ საჩივრის საფუძველზე. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს მოკვლევა – შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო დარღვევის ფაქტსა და შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“, შპს „თინეთის“, სს „თიბისი ბანკის“ და TBC Bank Group PLC-ს შესაძლო კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ფაქტზე.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისთვის, მოკვლევის 6 საქმეს სწავლობს. 2023 წელს, უწყებამ 2 მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა. ამავე პერიოდში, 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული”,- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.