რა ბედი ელის თბილისის ერთ-ერთ უდიდეს სარეკრეაციო ზონას და ერთადერთ შემორჩენილ ჭალის ტყეს, რომელიც “დიღმის ჭალებითაა” ცნობილი

დიღმის ჭალები თბილისის ერთ-ერთი უდიდესი სარეკრეაციო ზონა და ერთადერთი შემორჩენილი ჭალის ტყეა, რომლის აღდგენა გადარჩენისთვის დიდი ხანია დისკუსიები მიმდინარეობს. კიდევ ერთი საჯარო განხილვა სტრატეგიის მომზადებული რეკომენდაციებისთვის 11 აპრილს თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში გაიმართება სადაც მონაწილეობას, უცხოელ და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც მიიღებენ.

რა ბედი ელის თბილისის ერთ-ერთ უდიდეს სარეკრეაციო ზონას და ერთადერთ შემორჩენილ ჭალის ტყეს, რომელიც  “დიღმის ჭალებითაა” ცნობილი

დიღმის ჭალები 2020 წელს განხორციელებულმა მასშტაბურმა უკანონო კარიერულმა და სამეწარმეო საქმიანობამ და სამშენებლო ნარჩენების ინტენსიურმა განთავსებამ საგანგაშო მდგომარეობაში ჩააგდო.

ტყის რეაბილიტაციის სტრატეგია, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით და თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით, 2023 წლის ივნისიდან მუშავდება საერთაშორისო კომპანია SMEC-ის ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების მიერ. სტრატეგიის საბოლოო დოკუმენტი 2024 წლის ივნისში გამოქვეყნდება.