მუხიანის საფეხბურთო სტადიონს აბეტონებენ-მოქალაქეები სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებენ

მუხიანის ტერიტორიაზე, ყოფილი საფეხბურთო სტადიონი კერძო სამშენებლო კომპანიის მფლობელობაში გადავიდა, სწორედ აქედან დაიწყო დავა მოსახლეობასა და მშენებლებს შორის.

მუხიანის საფეხბურთო სტადიონს აბეტონებენ-მოქალაქეები სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებენ

ცოტა ხნის წინ გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ დააზიანა დაწყებულმა მშენებლობამ გაზის მილი და მოქალაქეების ავტოფარეხები.

“საფეხბურთო სტადიონს რომ აბეტონებენ ხომ გახსოვთ?
ხოდა მშენებლებმა დღეს გაზის მილი და მოსახლეობის ავტოფარეხები დააზიანეს. ჩვენს ქალაქში მშენებლობა ხელხეუხებელია, თუმცა მოსახლეობის უფლებებს არავინ იცავს, კანონია გასამკაცრებელია მშენებლობებთან დაკავშირებით.” ნათქვამია ვიდეოს აღწერაში, რომელსაც სამოქალაქო აქტივობა “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

უამრავი აქციისა და დაპირისპირების მიუხედავად მშენებლობა ტერიტორიაზე მაინც იწყება, აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეები მოსახლეობა ცოცხალი ჯაჭვით იცავდა ტერიტორიას.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი სიონის სტადიონის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენებდება, რომელიც 7 საცხოვრებელ კორპუსს მოიცავს. სტადიონის ტერიტორია რამდენიმე მიწის ნაკვეთადაა დაყოფილი, რომლის მესაკუთრეც „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფია“. მისი დირექტორი საქართველო-ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბესიკ პაპისმედოვია. კომპანიის 50%-იანი წილი მასზეა გაფორმებული, 50%-იანი წილის მესაკუთრე კი – შპს „ორენ გრუპია“. თავის მხრივ „ორენ გრუპ ჰოლდონგის“ დირექტორი იოსეფ ორენია და 100%-იან წილს კი ისრაელში რეგისტრირებული „იად ორენ ჰოლდინგი“ ფლობს.

უნდა ითქვას, რომ მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტს, მათ შორიის შეიტანა 2500-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა, თხოვნით, რომ სტადიონს ძველი ფუნქცია დაუბრუნდეს.