ღვის სანაპირო ზოლში არის ადგილები სადაც ბანაობა აკრძალულია ან რეკომენდირებული არ არის – ნახეთ რომელ სანაპიროზე ვერ შეძლებთ ზღვაში ჩასვლას
შავი ზღვის სანაპირო ზოლში გარკვეულ ადგილებში ბანაობა იკრძალება ან რეკომენდირებული არ არის. წელს ჩამონათვალს კიდევ ერთი სანაპირო ბარცხანი დაემატა, სადაც ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო წელს ბანაობა აღარ შეიძლება.
აჭარის სანაპირო ზოლში იმ სანაპიროების ჩამონათვალი, სადაც ბანაობა იკრძალება ასეთია:
სარფში, ზღვაში არსებული კლდის მიმდებარედ;
სარფში, წმ. ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერის მოპირდაპირე ზღვის სანაპირო ზოლში;
კვარიათის სანაპირო ზოლის დასასრულს, სადაც იწყება კლდეები;
ქალაქ ბათუმის ნავსაყუდელის ტერიტორიის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლში;
მახინჯაურის სანაპირო ზოლზე განთავსებული სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურის მოპირდაპირედ;
მწვანე კონცხის სანაპირო ზოლში კლდეებთან
სასტუმრო „კასტელო-მარეს“ მიმდებარედ;
ციხისძირის სანაპირო ზოლში კლდეებთან;
მდ. კინტრიშისა და ზღვის შესართავთან [მარჯვენა და მარცხენა მხარეს];
ზღვაში ბანაობა არარეკომენდებულია:
კვარიათი-სარფის საზღვართან საზღვაო სანაპირო მონაკვეთზე;
მწვანე კონცხი-ბოტანიკური ბაღის სანაპირო მონაკვეთზე;
ციხისძირის სანაპირო ზოლში – სასტუმრო „კასტელო-მარეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან ქობულეთის მიმართულებით, სადაც სანაპირო ზოლი ძირითადად არის კლდოვანი;
ასევე არ არის რეკომენდებული ბანაობა მდინარეების [ჭოროხი, ჩაქვისწყალი, კინტრიში] და ზღვის შესართავთან, რადგან წყლის დინების სიჩქარე ძლიერია.