რა დაუჯდება დედაქალაქს სამტრედიის ქუჩაზე ავარიული კორპუსის გამაგრება

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონი ლარი გამოიყო.

რა დაუჯდება დედაქალაქს სამტრედიის ქუჩაზე ავარიული კორპუსის გამაგრება

შემთხვევის შედეგად 44 ოჯახის საცხოვრებელი დაზიანდა, ხოლო მათგან 28 ოჯახი მერიამ ქირით გაიყვანა. გამაგრებითი სამუშაოები თბილისის მერის ინფორმაციით, 1-ელ თებერვალს დასრულდება.

„გამაგრების პროექტი მოიცავს აღნიშნული კორპუსის გამაგრებით სამუშაოებს, პირველ ეტაპზე გადაუდებელი სამუშაოები ჩატარდა, ძალიან მალე გვექნება დაექსპეტრიზებული კონკრეტული პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, მანამდე მიმდინარეობს დროებითი გამაგრების სამუშაოები, აღნიშნულ სადარბაზოებში ცხოვრობს 44 ოჯახი, 28 ოჯახი, რომელიც დაგვთანხმდა გადაყვანილია ქირით.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიის ქუჩაზე კორპუსი 13 მარტს აფეთქდა, მიზეზად კი ბუნებრივი აირის გაჟონვა დასახელდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ოთხ სადარბაზოიანი კორპუსის მეორე და მერამე კორპუსების სადარბაზოები ჩამოინგრა.