იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა პანდემიის პერიოდში სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად
“სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ ფარგლებში სუბსიდირება გაეწია 5 387 ბენეფიციარს ჯამურად 7.5 მლნ ლარის ოდენობით.
სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამის ფარგლებში დადასტურდა 448 იპოთეკური სესხი (სესხების ჯამური მოცულობა შეადგენს 52.6 მლნ ლარს). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გაიცა 4 211 ბენეფიციარზე 13.3 მლნ ლარის ოდენობით,”- ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.
პროგრამის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან ან კერძო პირისგან უძრავი ქონების შეძენის/სახლის აშენების შემთხვევაში, სახელმწიფო მოახდენს სესხის პროცენტის დაფინანსებას მაქსიმუმ 8%-ის ოდენობით 5 წლის ვადით. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200 000 ლარს.
200 000 ლარზე მეტი მოცულობის სესხებზე, დარჩენილი თანხა შესაძლოა დაფინანსდეს მსესხებლის თანამონაწილეობით ან ბანკის მიერ, პარალელური იპოთეკური სესხით.