კვლევა – ივნისში გაცემული სამშენებლო ნებართვების საცხოვრებელი ფართობი ბოლო 18 თვის მინიმუმამდე შემცირდა
ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო ქაოსი კვლავ დიდი გამოწვევაა, თუმცა ივნისის თვის კვლევა ფაქტობრივად ცვლის ბოლო წლების მონაცემებს. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ, "გალთ ენდ თაგარტის" მონაცემების მიხედვით, ივნისში გაცემული სამშენებლო ნებართვების საცხოვრებელი ფართობი ბოლო 18 თვის მინიმუმამდე შემცირდა.
დედაქალაქის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად, მხოლოდ ივნისში 73 700 კვადრატული მეტრის ფართზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, ხოლო ჯამში 2024 წლის პირველ ნახევარში 885 ათას კვ.მ-ზე.
დოკუმენტის მიხედვით, ნებართვების გაცემის შემცირება შესაძლოა, უკავშირდებოდეს სეზონურობის ფაქტორს.
„თუ ნებართვების გაცემის შემცირების დინამიკა ივლისშიც გაგრძელდა, მოკლევადიან პერიოდში მიწოდების კლება შესუსტებულ მოთხოვნას დააბალანსებს“, – აღნიშნულია „გალტ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.