სამშენებლო კომპანია „არქტურის“ თანამედროვე სტანდარტების ახალი პროექტი ლისის ტბის მიმდებარედ

მწვანე ნარგავები, დასასვენებელი სივრცეები და მშვიდი გარემო-ასეთია მთავარი მოთხოვნა სამშენებლო სექტორისთვის მყიდველის მხრიდან. დედაქალაქში მიმდინარე ქაოტურმა მშენებლობებმა პრიორიტეტად ეკოლოგიურად სუფთა გარემო აქცია, მსგავსი საცხოვრებელი კომპლექსები კი უფრო ხშირად ქალაქის შემოგარენში ვითარდება.

სამშენებლო კომპანია „არქტურის“ თანამედროვე სტანდარტების ახალი  პროექტი ლისის ტბის მიმდებარედ
სამშენებლო კომპანია „არქტურის“ თანამედროვე სტანდარტების ახალი  პროექტი ლისის ტბის მიმდებარედ

სწორედ ასეთ, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში სამშენებლო კომპანია „არქტური“ თბილისის შემოგარენში, ლისის ტბის მიმდებარედ, პროექტს ახორციელებს, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსს მოიცავს.

დასახლება 5-სართულიანი 7 საცხოვრებელი სახლისაგან შედგება, კომპლექსი 14330.5 კვ.მ გამწვანების არეალს მოიცავს. პროექტი, სამშენებლო ტერიტორიაზე მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, ბიზნესს და სავაჭრო სივრცეებს ითვალისწინებს. საცხოვრებელი კომპლექსი, სრულად აღიჭურვება ვიდეო კამერებით, ასევე მოეწყობა შლაგბაუმები.

სამშენებლო კომპანია „არქტურის“ თანამედროვე სტანდარტების ახალი  პროექტი ლისის ტბის მიმდებარედ
სამშენებლო კომპანია „არქტურის“ თანამედროვე სტანდარტების ახალი  პროექტი ლისის ტბის მიმდებარედ
სამშენებლო კომპანია „არქტურის“ თანამედროვე სტანდარტების ახალი  პროექტი ლისის ტბის მიმდებარედ

ამ დროისთვის პროექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, 2 სახლის მშენებლობის
დასრულება 2025 წლის ივლისში იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ „არქტური“ სამშენებლო ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, კომპანია მყიდველს როგორც კურორტზე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, ასევე თბილისში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს სთავაზობს.