სამშენებლო ქაოსის უსასრულობა და გაზრდილი სამშენებლო ნებართვები ქვეყნის მასშტაბით
5 594 ახალი სამშენებლო ნებართვა - როგორია ოფიციალური დეკლარირებული მონაცემები და ბოლო 6 თვის სტატისტიკა, ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
დოკუმენტში საუბარია, რომ წინა წელთან შედარებით, სამშენებლო დებართვა წინა წელთან შედარებით 10.6 პროცენტით მეტი გაიცა, რაც ნიშნავს, რომ 35 პროცენტით მეტი ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობა განხორციელდა. ოფიციალური მონაცემები ქვეყნის მასშტაბით არსებულ ახალ შენობებს გულისხმობს, რომელთაგანაც ყველაზე მეტი თბილისზე მოდის.
„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
2024 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 600 700 კვ.მ. ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.7 პროცენტით მეტი) 1 720 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.4 პროცენტით მეტი).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 37 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.