სამინისტროები რომელთა სახელწოდებებიც იცვლება
კანონპროექტით იცვლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელწოდებები, ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. არლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, - 80 ხმით მიიღო
ცვლილებით, ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ განისაზღვრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
აღსანიშნავია, რომ ცვლილება ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევა.