რა ბედი ელის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილ შენობას ჭანტურიას ქუჩაზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილი შენობის ნაცვლად მალე სასტუმრო გაიხსნება. მშენებლობა ამ დრომდე მიმდინარეობს და 2024 წლის 30 სექტემბერს უნდა დასრულდეს.
შენობა 14 სართულის ნაცვლად 16 სართულიანი იქნება. სამინისტროს შენობის ნაცვლად ტერიტორიაზე “ჰუალინგ ბუტიკ” სასტუმრო მოეწყობა.
აქვე აღსანიშნავია, რომ „ჰუალინგ ჯგუფს“ საინვესტიციო ვალდებულებების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, მშენებლობის ვალდებულება კი 2019 წლის 21 აპრილამდე ჰქონდა, თუმცა კომპანიამ ეს ვალდებულება ვერ შეასრულა და ამიტომ 21 აპრილის შემდეგ ყოველდღიურად 500 ლარით ჯარიმდებოდა. საბოლოოდ კი მხარეები გადავადებაზე რამდენჯერმე შეთანხმდნენ.