ბაქო-თბილისი-ანკარას მარშრუტზე შესაძლოა ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ამოქმედდეს
ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის CJSC-ის მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა აზერ ფარაჯოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მატარებელი შესაძლოა Stadler Rail Group-ის მიერ წარმოებული სამგზავრო საძილე ვაგონებისგან იყოს დაკომპლექტებული.
„სახმელეთო სახელმწიფოთაშორისი საზღვრების გახსნისას ჩვენი პოსტპანდემიური ღონისძიებების პაკეტის ფარგლებში, შესაძლოა ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ბაქო-თბილისი-ანკარა მარშრუტზე ამოქმედდეს, რომელიც შედგება Stadler Rail Group-ის მიერ წარმოებული სამგზავრო საძილე ვაგონებისგან“ – აღნიშნა აზერ ფარაჯოვმა.