სამგორის რაიონის ქუჩებზე, 17 ივლისის ჩათვლით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო, სამგორის რაიონში, წნორისწყლისა და კალოუბნის ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.
20 აპრილიდან 7 მაისამდე გადაიკეტება წნორისწყლის ქუჩა კახეთის გზატკეცილიდან საცხენისის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მძღოლები წნორისწყლის ქუჩის გახსნილ მონაკვეთზე გადაადგილებას შეძლებენ კახეთის გზატკეცილიდან სტან სტორიმანსისა და საცხენისის ქუჩების გავლით; 8 მაისიდან 25 მაისამდე შეიზღუდება მოძრაობა წნორისწყლისა და საცხენისის ქუჩების კვეთაზე. მძღოლები კახეთის გზატკეცილის, სტან სტორიმანსის, საცხენისის, შუამთისა და გიორგი აბაშვილის ქუჩების გამოყენებით იმოძრავებენ.