სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება
სანიტარს, ბებიაქალს, უმცროს ექიმს და ექთნის თანაშემწეს 1-ლი იანვრიდან მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაუწესდება, ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
2024 წლის 1-ლი იანვრიდან, მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდებათ შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს:
უმცროსი ექიმი – თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში – 5 ლარი) დარიცხული;
ექთნის თანაშემწე – თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში – 3,5 ლარი) დარიცხული;
ბებიაქალი – თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში – 4,4 ლარი) დარიცხული;
სანიტარი – თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში – 3 ლარი ) დარიცხული.
„ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა 6 000-მდე პირს შეეხება. შედეგად, მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო პერსონალზე აისახება.
რეფორმის პირველ ეტაპზე, 2023 წლიდან, 15 000-მდე პირს შეეხება.
ჯანდაცვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ნათქვამია, რომ პროცესის მონიტორინგს კლინიკებში სამინისტროს წარმომადგენლები გაუწევენ.