სახლი ვაკეში, რომელიც ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში 1,500,000$-ად იყიდება

გასაოცარი ხედებითა და უზარმაზარი ვერანდებით, სახლი რომელიც თბილისის ცენტში მილიონ ნახევრად იყიდება ე. წ. თეთრი კარკასია.

სახლი ვაკეში, რომელიც ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში 1,500,000$-ად იყიდება
სახლი ვაკეში, რომელიც ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში 1,500,000$-ად იყიდება
სახლი ვაკეში, რომელიც ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში 1,500,000$-ად იყიდება
სახლი ვაკეში, რომელიც ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში 1,500,000$-ად იყიდება
სახლი ვაკეში, რომელიც ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში 1,500,000$-ად იყიდება

თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე “არქი თაუერის” კორპუსის მე-21 სართულზე საცხოვრებელი ფართი იყიდება, რომელიც ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაშია. ჩვენი ყურადღება მისმა ფასმა მიიქცია. თბილისში განსაკუთრებით ბოლო პერიოდში უძრავ ქონებაზე ღირებულებამ განსაკუთრებულად მოიმატა. მილიონ დოლარზე მეტი ამ შემთხვევაში მხოლოდ თეთრი კარკასი ღირს. თუმცა უნდა ითქვას, რომ თბილისის ცენტრში განსაკუთრებით, კი ვაკეში უძრავ ქონებაზე სხვა უბნებთან შედარებით, ყველაზე მაღალი ღირებულებაა.

kalaki.ge სააგენტოს New Capital Group-ს დაუკავშირდა, რომლის მეშვეობითაც საცხოვრებელი ფართი იყიდება.

“ფასი შეესაბამება ამ სახლს რადგან კვადრატული 2500$ად ჭავჭავაძის ცენტრში ძალიან კარგი ღირებულებაა. ასეთ უძრავ ქონებაზე ძირითადად უცხოელი ინვესტორების მხრიდანაა მოთხოვნა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ქართველებიც არიან დაინტერესებული მსგავსი ქონებით. ” განაცხადეს სააგენტოში.

თეთრი კარკასის საერთო ფართი, 590 კვ.მ-ია, საიდანაც საცხოვრებელი 274კვ.მ-ს უკავია ხოლო დანარჩენი ვერანდებს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება.