ფოტოფაქტი-სახლი ტყის პირას, გასაოცარი ხედებითა და თანამედროვე არქიტექტურით, რომლის ღირებულება $345000 დოლარია
თბილისთან ახლოს ბეთანიაში, ტყით გარშემორტყმული თანამედროვე არქიტექტურით შექმნილი სახლი $345000 დოლარად იყიდება.
თბილისში, ქაოსსა და ხმაურში ცხოვრება ნელ-ნელა კიდევ უფრო რთული ხდება, ამას ემატება სამშენებლო ქაოსი, რომელიც ბუნებრივია ეკოლოგიაზეც აისახება. ამიტომ დედაქალაქის შემოგარენში ცხოვრება ბევრისთვის ოცნებაა, სახლი რომელზეც გიამბობთ, სწორედ ბევრის ოცნებაა რადგან საცხოვრებელი ტყითაა გარშემორტყმული.
საცხოვრებელის ყველა დეტალი თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზეა მორგებული, სახლის ლანშაფტის არქიტექტორი ამერიკელია.
ნაკვეთი, რომელზეც სახლია განთავსებული 750 კვ.მ-ია, ხოლო საცხოვრებელი ფართი: 116 კვ.მ, ტერასა: 40 კვ.მ. სახლს აქვს 18 კვ.მ მარანი. აღსანიშნავია, რომ კერძო ტერიტორიაზე 200-მდე ხეა დარგული.