როგორ დასრულდა გახმაურებული საქმე კეკელიძის ქუჩიდან, სადაც ოჯახის გამოსახლებას მევახშე ცდილობდა
თბილისში კეკელიძის N1-დან გამოსახლებულმა ხატიაშვილების ოჯახმა ბინის დაბრუნება შეძლო. გახმაურებულმა საქმემ, საზოგადოების ყურადღება 23 იანვარს მიიპყრო, მაშინ როცა ხატიაშვილების ოჯახს საცხოვრებელს ძალით ატოვებინედნენ. როგორც გაირკვა, გამოსახლებიდან მეორე დღეს მხარეებს შორის შეთანხმება შედგაიმ პირობით, რომ ერთი თვის ვადაში მევახშის მიერ მოთხოვნილ დარჩენილ თანხას გადაიხდიდნენ.
იპოთეკარსა და მსესხებელს შორის ერთი თვის წინ დადებული შეთანხმების პირობები მხარეებმა 23 თებერვალს შეასრულეს. როგორც გაიკვა დარჩენილი 20 ათასი დოლარი ხატიაშვილების ოჯახმა საქველმოქმედო აუქციონის დახმარებით შეაგროვეს და კერძო იპოთეკარს სრულად 90 ათასი დოლარი გადაუხადეს.
“ეს იყო ძალიან დიდი თანადგომისა და სოლიდარობის შედეგი – ჯერ იმ ხალხის მხრიდან, ვინც იქ გამოსახლების დღეს იომა და თავი გადადო, შემდეგ კი ჩემი მეგობრების მხრიდან, რომლებმაც აუქციონი მოაწყვეს და ნამუშევრები გაყიდეს. აუქციონიდან შემოსული თანხით გავისტუმრეთ მევახშე. მინდა ჩემი საქმე იყოს პრეცედენტი, რომ სანამ ამხელა კონფლიქტი და მძიმე სურათი შეიქმნება, მევახშეებმა იქამდე აიღონ ის თანხები, რასაც სთავაზობენ ან მსესხებელს თანხის შეგროვება აცალონ”, – განუცხადა მარინა ხატიაშვილმა kalaki.ge-ს
შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კეკელიძის 1-ში აღსრულების პოლიცია ბინაში შესვლას ორ საათზე მეტხანს ცდილობდა. მას შედუღებული დახვდა როგორც ბინაში, ისე სადარბაზოში შესასვლელი კარები. ხოლო მოქალაქეები საცხოვრებელში შესვლას ხელს უშლიდნენ.