სახლი განსაკუთრებული ეზოთი, სადაც ბუნებრივი ჩანჩქერი ჩამოდის – ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ძველი პროექტი, რომელიც ქირავდება
დედაქალაქის ძველი ნაწილის მდებარეობა განსაკუთრებულია, გარდა ძველი შენობებისა და ხედებისა, უამრავი დეტალია, რაც გამოარჩევს სხვა უბნებისგან. ძველი სახლი რომელიც თბილისის ძველ ნაწილში ქირავდება თითქოს არაფერია ახალი, თუმცა მისი განსაკუთრებულობა მის მდებარეობასა და ლანდშაფტშია, რომელიც მას გამორჩეულს ხდის.
შენობა ელენე ახვლედიანის აღმართზე მდებარეობს, მას 8 ოთახი, 7 სველი წერტილი და სამზარეულო აქვს. შენობა სრულად 391 კვ.მ-ია, ხოლო მიწის ფართობი 182 კვ.მ-ს შეადგენს. საცხოვრებელი $6 000-ად ქირავდება.
ძველი სახლის ეზოში ბუნებრივი ჩანჩქერი ჩამოდის, კლდე, რომელიც სახლის ეზოს ესაზღვრება წყალი ბუნებრივად მოჰყვება და ის შენობის სიმყარეს ხელს არ უშლის, მეტიც ეზოს განსაკუთრებულს ხდის.