სახიფათო მშენებლობა-შემაშფოთებელი კადრები, რომელიც დიღომში მშენებარე კორპუსიდან ვრცელდება

მართალია თბილისში მშენებლობის კუთხით სრული ისტერიაა, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა, დასაქმებულების უსაფრთხოება, ეკიპირება, ეკოლოგია, მძიმე სამუშაო გარემო და სხვა ბევრი პრობლემაა, რომელიც აგერ უკვე ბოლო ათი წელია მხოლოდ და მხოლოდ განხილვის საგნად რჩება და შრომითი უფლებების კუთხით არაფერი იცვლება.

სახიფათო მშენებლობა-შემაშფოთებელი კადრები, რომელიც დიღომში მშენებარე კორპუსიდან ვრცელდება

ამ შემთხვევაში, ვიდეო რომელმაც თბილისელების დიდი ნაწილის შეშფოთება გამოიწვია დიღომში, სანდრო ეულის 7-შია გადაღებული. კადრებში ჩანს მშენებარე კორპუსიდან როგორ ყრიან მშენებლები სამშენებლო მასალებს.

საინტერესოა, შესაბამისი უწყებებიდან მოჰყვება თუ არა რეაგირება აღნიშნულ ფაქტს, ვინაიდან მსგავსმა შემთხვევამ შესაძლოა მშენებლობაზე ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.