სახალისო დღესასწაული თბილისში – ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ფესტივალი „ნაყინობანა“ გაიმართება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 29 და 30 ივნისს, „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება.

სახალისო დღესასწაული თბილისში – ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ფესტივალი „ნაყინობანა“ გაიმართება

ღონისძიება „ბასტი ბუბუს“ კონცერტით გაიხსნება. სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა ელით. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნაყინები, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას მუსიკალურად
ბენდი გააფორმებს. ფესტივალი ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში, 29 და 30 ივნისს, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და
ყოველწლიურად უფრო და უფრო მასშტაბური ხდება.