საქართველოში ღამით მარტო სეირნობა უსაფრთხოა?
numbeo.com-საქართველო მე-4 ადგილზე იმყოფება იმ ქვეყნებს შორის, სადაც ღამით მარტო სეირნობა უსაფრთხოა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა, numbeo.com-ზე დაყრდნობით. საქართველოს პირველ ადგილზე მყოფი ხორვატია უსწრებს, რომელსაც მეორე და მესამე ადგილებზე სლოვენია და ისლანდია მოსდევს. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ-10 ასე გამოიყურება:ხორვატია, სლოვენია, ისლანდია, საქართველო, შვეიცარია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ნიდერლანდები.