საქართველოს wiz air-სთვის გადასახდელი თანხა შეუმცირდა
საქართველოს wiz air-სთვის გადასახდელი თანხა შეუმცირდა. აღნიშნულს გულისხმობს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებები.კერძოდ, განახლებული წესით, სახელმწიფომ ავიაკომპანიას სტიმულირების პროგრამის ფარგლებში თითოეული ბაზირებული საჰაერო ხომალდისთვის უნდა გადაუხადოს არაუმეტეს 4 000 000 ევროს ოდენობით, დღგ-ის გარეშე, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის შესაბამისად.
არსებული მონაცემებით, „ვიზეარს“ საქართველოში 3 ბაზირებული საჰაერო ხომალდი ყავს და მიმდინარე წლის განმავლობაში კიდევ მეოთხე ხომალდის შემოყვანაც იგეგმება.
ცნობისთვის, დადგენილების წინა რედაქციის თანახმად, სახელმწიფოს ავიაკომპანიისთვის 4 მლნ ევროს ნაცვლად 5 მლნ ევროს გადახდა უწევდა, თუმცა ამ თანხის გადახდის ვალდებულება აქვს იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანიის პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჯამში სულ მცირე 150 000 გამფრენი მგზავრის ეყოლება გადაყვანილი.