საქართველოს რკინიგზა-სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზეა გაჩერებული – რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელ.ენერგია

გაჩერებულია მატარებლები, უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები და რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ამ ეტაპზე უცნობია, როდის აღდგება მატარებლების გადაადგილება. ასეთია ვითარება ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოში, სადაც თოვლმა და ძლიერმა ქარმა ვითარება დაამძიმა. "საქართველოს რკინიგზა“ შექმნილი შეფერხებების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს რკინიგზა-სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზეა გაჩერებული – რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელ.ენერგია

„დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არის გაჩერებული. საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის.

ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე“,-ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.