საქართველოს რკინიგზამ დღეს, 3 ივლისს დაგეგმილი რეისებიც გააუქმა
რეისების გაუქმების შესახებ ინფორმაციას, საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, 3 ივლისს გაუქმდა შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:
#806 თბილისი-ბათუმი 06:30
#805 ბათუმი-თბილისი 14:30
#802 თბილისი-ბათუმი 08:00
#803 ბათუმი-თბილისი 08:10
#808 თბილისი-ბათუმი 10:35
#870 თბილისი-ზუგდიდი 08:40
#12 თბილისი-ოზურგეთი 08:50
#18 თბილისი-ქუთაისი 08:50
#873 ფოთი-თბილისი 07:20
#11 ოზურგეთი-თბილისი 09:00
#17 ქუთაისი-თბილისი 12:25
საგარეუბნო მატარებლები:
#6446 ხაშური-ზესტაფონი 06:50
#6417 ზესტაფონი-ხაშური 06:50
მგზავრობის საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ენდეთ.
სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: სადგურ მარელისში, უხვმა ნალექმა და უამინდობამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია. მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქო ქსელი და ლიანდაგები.