საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

კერძოდ, დამატებითი რეისები 14 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით შესრულდება.

საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

რაც შეეხება გასვლის დროს, დამატებითი რეისი თბილისიდან 10:25 საათზე გავა და ბათუმში 15:38 საათზე ჩავა. ხოლო ბათუმიდან 17:15 საათზე გავა და თბილისში 22:23 საათზე ჩავა.

ამასთან, 16 ივნისიდან კიდევ ერთი დამატებითი რეისი ინიშნება. კერძოდ, თბილისიდან მატარებელი 00:35 საათზე გავა და 05:47 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი 00:45 საათზე გავა და 05:53 საათზე ჩავა.