საქართველოს რკინიგზა 36 მილიონად 200 სატვირთო ვაგონს ყიდულობს
ტენდერის თანახმად, ვაგონები, ასევე მისი დეტალები 2023 წელს უნდა იყოს წარმოებული.
“ვაგონი და მისი ყველა დეტალი და კვანძი, მათ შორის საბუქსე კვანძებიანი წყვილთვლები, ავტოსაბმელები, შთანმთქმელი აპარატები ავტორეჟიმები და სამუხრუჭე მოწყობილობები უნდა იყოს ახალი არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში, დამზადებული არაუადრეს 2023 წელს. ვაგონი აშენებული უნდა იყოს არაუადრეს 2023 წელს, არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში და არ უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებში. ვაგონის გეგმიური რემონტის პერიოდულობა უნდა შეესაბამებოდეს რკინიგზების ცენტრალური საბჭოს 2012 წლის 16-17 ოქტომბრის №57 ოქმით დამტკიცებულ ,,საერთაშორისო მიმოსვლაში რკინიგზის საერთო სარგებლობის ლიანდაგზე დაშვებული სატვირთო ვაგონების რემონტისა და ტექნიკური მომსახურების სისტემის შესახებ დებულებით” გათვალისწინებულ პერიოდულობას, როგორც კალენდარული ნორმატივით, ისე გარბენით (კომბინირებული კრიტერიუმით),”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.
ტენდერში წინადადებების წარდგენა 6-დან 8 ივნისის პერიოდში იქნება შესაძლებელი.