საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია – თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა - აღნიშნული გადაწყვეტილების აღსანიშნავად, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
“ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიამ მიმდინარე წლის ნოემბერში გასცა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ქვეყანას აღნიშნული სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.”-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიტატის სტატუსს ხვალ დედაქალაქელები, რუსთაველის გამზირზე, ნაძვისხის ანთების ცერემონიალთან ერთად აღნიშნავენ.