თბილისის მერია მარშალ გელოვანის გამზირზე, “ვეფხი და მოყმის” ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარიმო ავტოპარკინგს აშენებს
მარშალ გელოვანის გამზირზე, "ვეფხი და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარიმო ავტოპარკინგი აშენდება. ტერიტორიაზე განთავსდება ადმინისტრაციული შენობა და ის 64 ავტომობილზე იქნება გათვლილი. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
ადგილზე სამუშაოებს 1.3 მილიონ ლარად კომპანია “მწვანე გარემო” ახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები გაფორმებიდან 180 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.