საერთაშორისო ტურისტებისთვის საქართველოში ყველაზე მონახულებადი ადგილი თბილისია

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ყველაზე მონახულებადი ადგილი თბილისია, ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების მონაცემების მიხედვით, პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებიდან ყველაზე მეტი 54.4% სწორედ დედაქალაქზე მოდის.

საერთაშორისო ტურისტებისთვის საქართველოში ყველაზე მონახულებადი  ადგილი თბილისია

აღსანიშნავია ისიც, რომ უცხოელი ტურისტების მიერ საანგარიშო პერიოდში ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილებს შორის მეორე ბათუმი, კვარიათი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხესიმაგრე და სხვებია. მათი წილი მთლიან ვიზიტებში 32.3% იყო.

ყველაზე მონახულებადი ადგილების ათეული და მათი წილი მთლიან ვიზიტებში პროცენტულად ასე გამოიყურება:

თბილისი – 608 123 ვიზიტორი (54.4%)

ბათუმი, კვარიათი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხესიმაგრე და სხვა – 361 349 ვიზიტორი (32.3%)

გუდაური – 153 124 ვიზიტორი (13.7%)

ყაზბეგი, გერგეტის სამების ეკლესია და სხვა – 72 998 ვიზიტორი (6.5%)

მარნეული – 74 705 ვიზიტორი (6.7%)

ქუთაისი, გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, წყალტუბოს გამოქვაბულები და სხვა – 65 581 ვიზიტორი (5.9%)

მცხეთა (სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრის მონასტერი, არმაზის ციხესიმაგრე, სამთავრო, პომპეის ხიდი და სხვა) 47 395 ვიზიტორი (4.2%)

ბორჯომი (ლიკანი, მინერალური წყლები, მწვანე მონასტერი, ტიმოთესუბანი, ეროვნული პარკი და სხვა) 46 085 ვიზიტორი (4.1%)

ბაკურიანი (კოხტაგორა, დიდველი და სხვა) 43 469 ვიზიტორი (3.9%)

სიღნაღი (ბოდბის მონასტერი და სხვა ) 38 865 ვიზიტორი (3.5%)