სადგურის მოედანზე მეტროში მოქალაქეებს ვაგონის დატოვებას სთხოვდნენ რადგან ხალხის დიდ ნაკადს ვეღარ ატევდნენ
ხალხის დიდი ნაკადის გამო ვაგონის კარის დახურვა ვერ ხერხდებოდა.
ნახეთ ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ისმის მოთხოვნა მეტროს ადმინისტრაციის მხრიდან, რომ დატოვონ ვაგონი ვინაიდან ასე მეტრო მუშაობას ვერ შეძლებს. ამავე კადრებში ჩანს, მოსახლეობის უკმაყოფილება და ხალხით გადაჭედილი ბაქანი.
მეტრო სადგურებზე დილის და საღამოს საათებში ხალხის დიდი ნაკადები ყოველთვის პრობლემაა, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ე.წ. პიკის საათებში გაადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით ნამდვილად თავსატეხია.