სად არის ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი ახალაშენებული ბინები თბილისში
ინფორმაციას ახალაშენებული ბინებისა და კერძო სახლების შესახებ "საქსტატი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ახალაშენებული ბინის 1 კვ.მ-ის მედიანური ღირებულება თბილისის უბნებს შორის ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა და 5167 ლარს შეადგენს, ყველაზე იაფი კი სამგორში და 2718 ლარია.
„საქსტატის“ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, 1 კვ.მ.-ის ფასი კერძო სახლების სეგმენტშიც განსხვავებულია უბნების მიხედვით, ყველაზე მაღალი ფასი მთაწმინდაზე და ვაკეშია, ყველაზე დაბალი კი გლდანში და სამგორში.