„ვისოლ ჯგუფი” მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში „საბვეის” 80 რესტორანს გახსნის
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ - სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან - მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულების შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფი” მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში „საბვეის” 80 რესტორანს გახსნის.
როგორც „საბვეის“ MAMCIP რეგიონის მმართველი დირექტორი, კაგან სანლი აღნიშნავს, „საბვეის“ ბრენდის „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად განვითარება, საქართველოში წარმატების ახალ ისტორიას შექმნის.
„ვისოლ ჯგუფი“ დღესდღეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, „ვენდისა“ და „დანკინის“ 100-ზე მეტ ამერიკულ რესტორანს მართავს. „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების საფუძველზე გახსნილი 80 ახალი ამერიკული რესტორნით „ვისოლ ჯგუფი“ რამოდენიმე წელიწადში უკვე 200-ზე მეტი რესტორნის ოპერირებას განახორციელებს და ინდუსტრიის უპირობო ლიდერი გახდება, რაც ჯამურად 3000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას შექმნის.
როგორც “ვენდისის”, “დანკინისა” და “საბვეის” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვილდაძე აღნიშნავს, „საბვეისთან “- სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან – მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულების გაფორმება „ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ისტორიაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპია.