საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის N1 კორპუსის გარე და შიდა ტერიტორიებზე რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
თბილისში, საბურთალოს რაიონში, კერძოდ ვაჟა-ფშაველას V კვარტალში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ტერიტორიაზე ძველი კორპუსებია და კომუნიკაციებიც დაზიანებული იყო.
“აღნიშნულ მისამართზე ჩატარდა წყალარინების ქსელის მიწისქვეშა
სარეაბილიტაციო სამუშაოები – გამოიცვალა საკანალიზაციო მილები და ჭები, რის შემდეგაც, 3 000 კვ. მ ფართობზე გზის საფარი განახლდა. გარდა ამისა, კორპუსში ამორტიზებული ლიფტი რეაბილიტირდა. ამ ეტაპზე კი, სადარბაზოებთან გარე კიბეების განახლება იწყება.
ყველა პროექტის ჯამური ღირებულება 621 000 ლარს შეადგენს.” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.