საბურთალოზე კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება – კიდევ ერთი გვირაბი და გზა, რომელიც ორ ქუჩას დააკავშირებს

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი - უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა იწყება. ახალი პროექტი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ დაანონსა და დედაქალაქელებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დეტალურად გააცნო.

საბურთალოზე კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება – კიდევ ერთი გვირაბი და გზა, რომელიც ორ ქუჩას დააკავშირებს

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული.

„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გვირაბის მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარი, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა წყალმოსაცილებელი და სადრენაჟე სისტემა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, ასევე, გვირაბის გასწვრივ რკინაბეტონის დამცავი კედლები აშენდება. გვირაბში იქნება ორმხრივი მოძრაობა – თითო ზოლი თითო მიმართულებით. პროექტის ღირებულება 12 მლნ ლარია. სამუშაოები ამ კვირაში დაიწყება და 2025 წლის იანვარში დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.