საბურავების ნაგავსაყრელი – მომაკვდინებელი საფრთხე თბილისის უბანში
ფოტოგრაფი ბილი ბილიხოძე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საბურავების ნაგავსაყრელის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც როგორც აღმოჩნდა თბილისის ერთ-ერთ უბანში გლდანშია. ფოტოგრაფი გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურს, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუყოვნებელი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ირკვევა, რომ გლდანის მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა, გლდანის მაჟორიტარს პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა საკითხს ამ დრომდე რაგირება არ მოჰყოლია. საგულისხმოა, რომ საბურავების ნაგავსაყრელმა შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას.