კრწანისის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება – პროექტის ღირებულება 4 450 000 ლარს შეადგენს
მათივე ცნობით, საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 250-მდე აღსაზრდელი შეძლებს და 50-მდე მოქალაქე დასაქმდება. პროექტის ღირებულება კი 4 450 000 ლარია.
ორთაჭალის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღი უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტით, მათ შორის კვების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით. შენობა ადაპტირდება შშმ პირთათვის, გამწვანდება ეზო და განთავსდება სათამაშო მოედნები.