რა ეტაპზეა რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა?
საბაგირო ერთ გზას ოთხ წუთში დაფარავს და საათში დაახლოებით 1 100 მგზავრს მოემსახურება.
საბაგირო გზაზე 21 გონდოლა იმოძრავებს. გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე – 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი 845,55 მეტრი იქნება.
სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრული რეაბილიტაციას და 5 ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობას. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საიჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH.
მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.