ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ, საახალწლოდ მორთული რუსთაველი, kalaki.ge-სფოტოგრაფი საახალწლო განწყობას შეგიქმნით
ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო, დედაქალაქის ქუჩები ახალი წლის განწყობამ მოიცვა. მათ ვინც ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ, რუსთაველის გამზირის მონახულება, ჩვენი ფოტოგრაფის რამდენიმე ფოტო საახალწლო განწყობას შეგიქმნით.
შეგახსენებთ, რომ საშობაო სოფელი ორბელიანის მოედნაზე უკვე გაიხსნა, რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის მონახულების შემდეგ, ორბელიანზე გასეირნება თქვენს სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს.