წინა სააღდგომო, უანგარო სიკეთე თბილისის უბნებში – როგორ ეხმარებიან ერთმანეთს თბილისელები
თბილისში, დიდი დღესასწაულების წინ ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელში ფოტო მასალა, სადაც თბილისელები ერთმანეთის დასახმარებლად საკვებს უფასოდ ურიგებენ, მათ ვისაც სჭირდება.
ამ კონკრეტული იდეის ავტორი უცნობია თუმცა, ფოტო სოციალურ ქსელში ბექა კვაჭანტირაძის მიერ ვრცელდება. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, წარწერასთან მისულ მოქალაქეებს სადაც უფასო პროდუქტს სთავაზობდნენ, შეეძლოდ ხილი და ბოსტნეული უსასყიდლოდ წაეღოთ.