რუსული Red Wings მოსკოვი-თბილისის მარშრუტზე კვირაში 21 რეისს ითხოვს
რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საჰაერო კომუნიკაციის შესახებ შეთანხმებით, ამ მარშრუტზე კვირაში 21 რეისი მაქსიმალური დასაშვები სიხშირეა.
Red Wings-მა საქართველოს დედაქალაქში ფრენები სამარიდან და ყაზანიდან, კვირაში შვიდ-შვიდი რეისით მოითხოვა.
რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ნებართვების გამცემი უწყებათაშორისი კომისიისგან მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 21 რეგულარულ რეისზე დროებითი დაშვება მოითხოვა. ინფორმაცია „როსავიაციის“ ვეგვერდზე ვრცელდება.
ამჟამად მოსკოვსა და თბილისს შორის რეისებზე მუდმივი წვდომა აქვს „აეროფლოტს“ (კვირაში 14-ჯერ) და Nordwind-ს (კვირაში 7-ჯერ), ხოლო ავიაკომპანია „აზიმუტს“ კვირაში 7 რეისზე მუდმივის ნაცვლად, დროებითი წვდომა აქვს.
რუსული ავიახაზები მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან ყოველ კვირას 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ, ხოლო ფრენები რუსული წარმოების თვითმფრინავებით მოხდება.