რუსთავში ნაგავსაყრელი იხურება-რა შეიცვლება რეგიონებში?
საქართველოში, ნაგავსაყრელების ცვლილების საკითხი, რომელიც მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება წელს აქტიურად განიხილება. პირველად თბილისის მერმა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი დაანონსა, რომელიც ნარჩენების გადამუშავების ქარხნის აშენებას ეხება, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე რეგიონში ნაგავსაყრელები იხურება და ახალი აშენდება.
მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს იგეგმება ამბროლაურისა და ბოლნისის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მშენებლობა. დოკუმენტის მიხედვით, თითოეულზე 1 000 000 ლარის ბიუჯეტია გათვალისწინებული. უწყების ინფორმაციით, რუსთავის ნაგავსაყრელის დახურვაზე 3 699 503 ლარი დაიხარჯება, თიანეთის – 110 000 ლარი, ხოლო ონის – 150 000 ლარი.
აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, ნაგავსაყრელების რეაბილიტაცია იგეგმება: დედოფლისწყაროში, თელავში, ლაგოდეხში, ყვარელში, ჩოხატაურში, ამბროლაურში, მარნეულში, გორში, ხაშურში, ასპინძაში, თერჯოლაში, საჩხერესა და დუშეთში. თითოეული პროექტი 110 000 ლარიდან 750 000 ლარამდე დაჯდება.